ნივთების ინტერნეტისა და LPWAN ქსელები სოფლის მეურნეობასა და მებაღეობაში

სიახლე· · 2 აპრილი, 2024· 79
ნივთების ინტერნეტისა და LPWAN ქსელები სოფლის მეურნეობასა და მებაღეობაში

სოფლის მეურნეობასთან და მებაღეობასთან დაკავშირებული პროცესების სიზუსტით მართვა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებითაა შესაძლებელი. ნივთების ინტერნეტი და 0G ქსელი გარემო ფაქტორების სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე გვეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და როგორც ფერმერებს, აგრეთვე მებაღეებს შესაძლებლობას აძლევს გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების გზით, წარმოების პროცესი მეტად მომგებიანი, ეფექტური და უსაფრთხო გახადონ.

მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების გზით, წარმოების პროცესი მეტად მომგებიანი, ეფექტური და უსაფრთხო გახადონ.

მონაცემების დიდ მანძილზე გადაცემის უნარით, Sigfox-მა უკვე არსებული გამოცდილება უკეთესობისკენ შეცვალა. ნიადაგის ტენიანობასა და ჰაერის ტემპერატურასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასთან ერთად, Sigfox-ი სხვა ისეთ გარემო ფაქტორებსაც განსაზღვრას, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ წარმოების პროცესზე. Sigfox-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის ურთიერმიმართებაა. აღნიშნული ფაქტორი მცირე და მსხვილ ფერმერებს თანაბრად აძლევს შესაძლებლობას სრულყოფილად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით სოფლის მეურნეობასა და მებაღეობაში.

ტექნოლოგია ფერმერებს საშუალებას აძლევს დისტანციურად ადევნონ თვალყური მოსავლის ჯანმრთელობას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ზომები. მაგალითად, Sigfox-ის სენსორების გამოყენებით, ნიადაგის ტენიანობის დონის მონიტორინგი დაგეხმარებათ თავიდან აიცილონ ზედმეტი მორწყვა, ნათესების ფესვების ლპობა და სხვა დაავადებების გავრცელების გზით მათი დაზიანების ალბათობა. Sigfox-ის სენსორები რესურსების ჭარბ გამოყენებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებსაც შეგიმცირებთ.

სოფლის მეურნეობაში Sigfox-ის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი ამინდის პირობების მონიტორინგია. Sigfox-ის ამინდის სადგურები ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს რეალურ დროში აკონტროლონ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და ნალექი. ეს მათ საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მოსავლის დარგვასა და აღებასთან დაკავშირებული დროების განსაზღვრისთვის. ეს ინფორმაცია აგრეთვე მნიშვნელოვნად დაეხმარება ფერმერებს მოემზადონ ისეთი ექსტრემალური მოვლენებისთვის, როგორიცაა წყალდიდობა, გვალვა ან ქარიშხალი.

Sigfox-ი აგრეთვე იდეალური გადაწყვეტილებაა სათბურების მონიტორინგისთვის. მაღალტექნოლოგიური სენსორები ტემპერატურის, ტენიანობის და სინათლის დონის მონიტორინგის გზით ხდის შესაძლებელს, რომ იდეალური პირობები შექმნათ თქვენი მცენარეებისთვის. Sigfox-ის პროგრამული უზრუნველყოფით შექმნილი მოწყობილობები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგის და დაავადებათა ეფექტური პრევენციის მიზნითაც.