რას ნიშნავს Sigfox-ის 0G ქსელი – მოკლე და მარტივი ანოტაცია ბიზნეს-პროექტებისთვის

სიახლე· · 5 მარტი, 2024· 80
რას ნიშნავს Sigfox-ის 0G ქსელი – მოკლე და მარტივი ანოტაცია ბიზნეს-პროექტებისთვის

ე.წ. 0G ქსელი უზრუნველყოფს IoT მოწყობილობებისთვის (მაგ.სენსორებისათვის) საჭირო ეფექტურ და ეკონომიურ კავშირს მოწყობილობების მხრიდან ძალზედ მცირე დენის მოხმარებით. ეს ტექნოლოგია უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა, გარემოს მონიტორინგი, სამრეწველო ავტომატიზაცია და მრავალი სხვა. ხარჯების ეფექტურობის, კონფიგურაციის სიმარტივისა და ხელმისაწვდომობის საფუძველზე, Sigfox 0G საერთაშორისო ქსელი მსოფლიოს მასშტაბით რადიკალურად ცვლის წარმოებისა და მონიტორინგის პროცესებს.

თანამედროვე სამყაროში, 0G ქსელები სულ უფრო აქტიურად გამოიყენება საჯარო ინფრასტრუქტურის მონიტორინგისა და მართვისთვის. კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ტყის მასივებზე, ზვავსაშიშ ხეობებზე, სეისმურად აქტიურ ზონებში სენსორების მასიური განლაგებით ამ ქსელის გამოყენება რთულ და მასშტაბურ მოვლენებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.

0G ქსელები დაბალი სიმძლავრის ფართო არეალის (LPWA) ტექნოლოგიებს იყენებენ და სხვა ფიჭურ ქსელებთან შედარებით გაფართოებულ დაფარვას გვთავაზობენ. ეს შორეულ ადგილებში უწყვეტი კავშირის შესაძლებლობას იძლევა. სენსორების ენერგოეფექტურობა 0G ქსელებისთვის დამახასიათებელი ის ღირებული ასპექტია, რომელიც მოწყობილობებს დაბალ ენერგიაზე ხანგრძლივად, ხშირ შემთხვევაში წლობით ავტონომიურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

Sigfox 0G ტექნოლოგიას გლობალური IoT სერვისის პროვაიდერი და ინტეგრატორი კომპანია UnaBiz (www.unabiz.com) ფლობს.

70-ზე მეტ ეროვნულ 0G ოპერატორთან და გლობალურ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, UnaBiz-მა ათეულობით მილიონი მოწყობილობა დააკავშირა მსოფლიოს მასშტაბით.

0G Sigfox ქსელს საქართველოში დანერგილი აქვს UnaBiz-ის პარტნიორ კომპანიას “რეველიო”. ეს სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოში ტექნოლოგიური ლანდშაფტის განვითარებასა და სრულყოფას ისახავს მიზნად. Revelio მოხარულია, რომ წვლილი შეაქვს გლობალური ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში და ხელს უწყობს საქართველოს, გახდეს იმ ლიგის წევრი, რომელში შემავალი ქვეყნებიც 0G ქსელის უნიკალური შესაძლებლობებით სარგებლობენ.