სეისმურად აქტიურ ზონაში კატასტროფის მონიტორინგის საშუალებები

სიახლე· · 20 სექტემბერი, 2024· 142
სეისმურად აქტიურ ზონაში კატასტროფის მონიტორინგის საშუალებები

სეისმური პროცესების განვითარება, მიწისძვრების გენერაციის სტრუქტურის აღწერა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებაში.

მსოფლიოში ფართოდ შეისწავლება სეისმური პროცესების დაკვირვება და მიწისძვრების სტრუქტურის ანალიზი.

მრავალი გამოკვლევა ეძღვნება ამ საკითხს და ეფუძვნება სხვადასხვა ტიპის მონაცემთა მასივებზე საველე, ლაბორატორიული დაკვირვებების თუ რიცხვითი მოდელების საფუძველზე.

მსოფლიოში ცნობილია და აქტიურად შეისწავლება სეისმურად აქტიური ტერიტორიები, სადაც მნიშვნელოვანია სეისმოლოგიური აპარატურის განლაგება, მონაცმების მიღება და შემდგომი ანალიზი/დამუშავება.

სეისმურ აქტივობაზე მოქმმედებს როგორც ტექტონიკური ფილების გადაადგილება, ასევე გარე ზეგავლენა – ჭარბი ნალექები, მიმოქცევები, წყლის რეზერვუარების განლაგება, ანტროფოგენური ფაქტორი და მშნებლობაც კი.

ყველა ზეგაგავლენის ფაქტორის დაფიქსირება და შესწავლა აუცილებელია, რათა მოხდეს დროული რეაგირება, განლაგდეს დამცავი ჯებირები ან მოხდეს შენობა/ნაგებობების გამაგრება.

სეისმური აპარატურის ჩანაწერების მიხედვით შეიძლება დადგინდეს დედამიწის ქერქის დაძაბულობის დონე, სეისმური მოვლენების სიხშირე, რაოდენობა და სიმძლავრე. აღნიშნული დაკვირვევა აუცილებელია შემდგომი მშებლობის ნორმების დასადგენად და სეისმურად აქტიურ ზონაში კატასტროფის თავიდან აცილება.