ჩვენ შესახებ

14 ივლისი, 202459
ჩვენ შესახებ

IoT ლაბორატორიაში გვჯერა, რომ ნივთების ინტერნეტის (IoT) გამოყენებით შეგვიძლია გადავჭრათ მწვავე სოციალური საკითხები და მოვახდინოთ პოზიტიური ცვლილებები საქართველოს, განსაკუთრებით კი ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საშუალებით, ჩვენი მიზანია შევქმნათ უფრო დაცული, გამოყენებისთვის მოხერხებული და მდგრადი მომავალი.

რა გვინდა

გვაქვს სურვილი მეტმა ადამიანმა გამოიყენოს ის ტექნოლოგია, რომელიც ადამიანურ ფაქტორს გამორიცხავს, გაამარტივებს პროცესების რუტინულ, ხშირად მომაბეზრებელ მონიტორინგს და ჩარევას.

ვცდილობთ IoT ტექნოლოგიების გამოყენებით გადავჭრათ საზოგადოების ყველაზე რთული პრობლემები, დაწყებული სამეცნიერო ექსპერიმენტიდან სოფელ სამების მიწისძვრების ეპიცენტრიდან და რადიო ნორის მხარდაჭერიდან, დამთავრებული გარემოს მდგრადობითა და მეწყერის გაფრთხილების სისტემით. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს, თემს და ორგანიზაციებს გამოიყენონ IoT-ის პოტენციალი და მოახდინონ თავისი დარგების (ბიზნესის) გამარტივება.

რას გთავაზობთ

მორგებული IoT გადაწყვეტილებები: ჩვენ ვმუშაობთ ინდივიდუალურად მორგებული IoT გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც შექმნილია ჩვენი კლიენტების კონკრეტული საჭიროებებისა და გამოწვევების დასაკმაყოფილებლად. საკმაოდ მარტივი, ჭკვიანი აკუმულატორების დანერგვიდან დაწყებული, დამთავრებული ინტელექტუალურ გაფრთხილების ქსელებამდე. საჭიროების შემთხვევაში ვქმნით მასშტაბირებად და ადაპტირებად გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუმჯობესებენ პროცესებსა და შედეგებს.

IoT საკონსულტაციო მომსახურება: მცირე გუნდის პირობებშც კი ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ საკონსულტაციო მომსახურებას ორგანიზაციების დასახმარებლად IoT დანერგვის ყველა ეტაპზე. რა ტექნოლოგიასაც არ ვფლობთ ბოლომდე, ვაცხადებთ ამას და კონკურენტების პლატფორმებსაც კი ვურჩევთ, თუ ამას დასახული ამოცანა მოითხოვს.

პროექტის დაწერისას ჩვენითვე, ხელოვნური ინტელექტის ჩარევის გარეშე, ვწერთ პროექტს საწყისი სტრატეგიის შემუშავებიდან დანერგვამდე და მის შემდგომაც. კიდევ, გთავაზობთ სტრატეგიულ ხედვებს, ტექნიკურ ექსპერტიზას და პრაქტიკულ მხარდაჭერას IoT ინიციატივების წარმატების უზრუნველსაყოფად.

საგანმანათლებლო პროგრამები: გვსურს ხელი შევუწყოთ IoT ტექნოლოგიის ცოდნისა და ექსპერტიზის განვითარებას. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ვორქშოპების საშუალებით, ვეხმარებით ადამიანებს და ორგანიზაციებს გაიგონ IoT-ის საფუძვლები, შეისწავლონ მისი პოტენციური გამოყენების სფეროები და განავითარონ საჭირო უნარები IoT ეფექტური დანერგვისას.

ჩვენი გავლენა

წლების განმავლობაში, IoT ლაბორატორიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია IoT ტექნოლოგიების გამოყენებაში სხვადასხვა სოციალური გამოწვევების გადასაჭრელად. დაწყებული მოწყვლად თემებში მედიის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, დამთავრებული გარემოს მონიტორინგისა და კატასტროფებისგან დაცვის ინოვაციური ტექნოლოგიით. სულ მცირე სამმა ჩვენმა პროექტებმა ადამიანების ცხოვრებაზე იქონია გავლენა და წვლილი შეიტანა დაკავშირებული და მდგრადი ტექნოლოგიის დანერგვაში.

შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით, გვეკამათეთ, გაიზიარეთ ჩვენი იდეები, დანერგეთ ჩვენთან ერთად და განავითარეთ ჩვენივე დახმარებით. პროექტების დიდი ნაწილი გაშვების სტადიაზეც კი საჯაროდ ქვეყნდება, მათ შორის პროგრამული კოდი. 

ერთად გამოვიყენოთ IoT-ის ძალა სოციალური სიკეთისთვის, იქნება ეს თქვენი ორგანიზაცია, რომელსაც სურს IoT გადაწყვეტილებების დანერგვა, პიროვნება, რომელსაც აინტერესებს მეტი ინფორმაცია IoT ტექნოლოგიის შესახებ, თუ პარტნიორი, რომელსაც სურს თანამშრომლობა მნიშვნელოვან პროექტებზე.

გიწვევთ დაგვიკავშირდეთ და გახდეთ ცვლილების ნაწილი.